იტვირთება...

წესები და პირობები

ინტერნეტ მაღაზია mova.ge-სთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა. 

 

რეგისტრაციისას თქვენს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები გამოიყენება სარეგისტრაციო ინფორმაციის მიღებისათვის, სიახლეების მიღებისათვის, შეკვეთის დეტალებისთვის, სპეციალური შეთავაზებებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ჩვენი კომპანიის შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სარეკლამო ხასიათის შეთავაზებების გაუქმება შესაძლებელია შესაბამის ბმულზე დაჭერით ელ-ფოსტით მიღებული წერილის ბოლო ნაწილში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ოპერატორი გააუქმებს თქვენს გამოწერას.

პაროლი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ თქვენთვის, სისტემაში შემოსასვლელად. ჩვენი მხრიდან არ ხდება მისი სხვა, მესამე პირებისთვის გადაცემა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან შეკვეთის გასაფორმებლად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა. პაროლი რეგისტრაციისთანავე გადის შიფრაციას და ხდება ხელმიუწვდომელი, მათ შორის ჩვენთვის.

პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა

ზემოაღნიშნული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ არის განსაზღვრული. მონაცემების შენახვა მოხდება რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

თუ გსურთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულია რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა info@mova.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ყველა ზემოაღნიშნული მონაცემები.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ შეკვეთების გაფორმების დროს შესაძლოა პროდუქტის წონის ცდომილება  -/+ 50გრ.