Edit Content
  • რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანეთ მომხმარებელი ან ელ. ფოსტა, პაროლის აღდგენის ბმული გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტაზე.
Edit Content
  • რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი? შეიყვანეთ მომხმარებელი ან ელ. ფოსტა, პაროლის აღდგენის ბმული გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტაზე.

მიმოხილვა

დღეს უმარავი ადამიანია კომერციული საქმიანობით დაკავებული, ძირითადად პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებლის დაინტერესება მიმდინარეობს ფეისბუქის საშუალებით. თუმცა არსებობს უფრო კომფორტული და დახვეწილი გზა ონლაინ გაყიდვებისთვის. ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება მომხმარებელზე მორგებული სისტემის დანერგვა, ეტაპობრივად აწყობილი მარკეტინგული სქემა და ხარისხიანი ფოტო გალერეა პროდუქტის დასათვალიერებლად.
,,მოვა”-ს შეუძლია შექმნას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ვებ. საიტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოწყობილობისთვის. მომხმარებლებს შეეძლებათ უბრალოდ აკრიფონ თქვენი ვებ. საიტის მისამართი(მაგ: mova.ge) და შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია ნებისმიერ დროს. ჩვენ გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელსაც ააქვს ზუმის  ფუნქცია, რაც მომხმარებელს დაეხმარება ახლო კადრით დაათვალიეროს ესა თუ ის პროდუქცია, ფოტოგალერეასთან ერთად თითოეულ პროდუქტს თანდართული უნდა ქონდეს დეტალური ინფორმაცია, ტექნიკური მახასიათებლების და სხვა დეტალების შესახებ, ეს უფრო საინტერესოს და გასაგებს ხდის თუ რა პროდუქტს ათვალიერებს ის და რამდენად არსებობს საჭიროება ან სურვილი მისი შეძენის. 
ყველაზე კომფორტული ელემენტი ონლაინ გადახდის და განვადების სისტემაა, ეს  თანამედროვე ფლაგინი იმ  მოსაწყენ პროცესს აგარიდებთ თავიდან როცა აინტერესებთ რა ღირს, როგორ შეიძინონ, როგორ მოხდება მიწოდება და სად ჩარიცხონ თანხა. 
ვებ. საიტზე განთავსებული ღილაკი ,,იყიდე ახლა” რამდენიმე წუთში გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. 

ონლაინ მაღაზიის დახვეწილი ინტერფეისი, თქვენი კომპანიის ფერებში დამუშავებული მსუბუქი და კომფორტული დიზაინი მომხმარებელს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, გაყიდვების ოფიცერთან მიმოწერის და კითხვების გარეშე შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი. 

ვებ. საიტი წარმოადგენს მრავალგვერდიან ძრავს, ონლაინ მაღაზიასთან ერთად თქვენ საშუალება გეძლევათ შექმნათ თქვენთვის სასურველი და აუცილებელი გვერდები, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია თქვენს შესახებ, გამჭირვალეობა და სრული საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვებს მეტ სანდოობას, რაც აუცილებელია ონლაინ ვაჭრობაში.

მაღაზიის შეკვეთა